საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გავრცელებულ ვიდეომასალზე კომენტარი გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრზე ალეკო
ტაბატაძეზე ისაუბრა, რომელიც წარსულში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო.
„მე კარგად მახსოვს ეს ადამიანი, ალეკო ტაბატაძე, რომელიც იყო
ნარკომანიის უფროსი ე.წ ჯალათის სოსო ალავიძის მარჯვენა ხელი. ის იყო ერთ-ერთი
ყველაზე დიდი ნარკობარიგა, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თბილისში ნარკოტიკებს, სწორედ ასეთი ხალხის შედეგად მთელი თაობა შეჯდა ნესმზე მაშინდელ საქართველოში. როცა ვარდების რევოლუცია მოხდა და პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, უცბად
გავიგე, რომ ტაბატაძე პოლიციის უფროსად დანიშნეს, ეგრევე გადავურეკე ბურჯანაძეს და
მოვახსნევინე, ის იყო ბადრი ბიწაძის კანდიდატურა, ამის შემდეგ ბიწაძემ კიდევ სადღაც დანიშნა მეორე თანმდებობაზე და იქაც მოვახსნევინე. ძალიან ბევრი თაობა დასვეს
ნესმზე და ამით ხელი მოითბეს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ადამიანები, ვინც ადრე ხალხს აწამებდნენ, ახლა
საქართველოში დაბრუნდნენ და არჩევნებისთვის დაირაზმნენ.
„ახლა ეს კაცი დაბრუნებულა ისევ აქ. აღმოჩენილა საპარლამენტო სიაში და სჩადიოდა სიბინძურეებს. რამდენიმე დღის წინ კი, განსაკუთრებული სისასტიკით
გამორჩეული აჭარის ყოფილი პოლიციის უფროსი, მეტსახელად "რემბო", გამოვიდა ერთ-ერთი პოლიტიკური
პარტიის სახელით და დაგმო ძალადობა. ეს ძველი ელემენტები, რომელიც აწამებდნენ ადამიანებს, დაბრუნდნენ საქართველოში, წამოყვეს თავი და არჩევნებისთვის
დაირაზმნენ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge