ივანიშვილი ადასტურებს, რომ დღეს გავრცელებულ კადრებში ნამდვილად მისი ძმისშვილი ფიგურირებს
ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერმა დაადასტურა რომ კადრებში, რომელიც დღეს გავრცელდა ნამდვილად მისი
ძმისშვილი ფიგურირებს.
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ძმიშვილს არასერიოზულს უწოდებს და
აცხადებს, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე ძმისშვილი არაერთი სამსახურიდან
დაითხოვა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში, შსს-ს მიერ
გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ივანიშვილის წინააღმდეგ მისი ძმის შვილი გამოიყენა.
„ჩემი ძმისშვილი მისი ხასიათიდან გამომდინარე არაერთი სამსახურიდან
გავუშვი. ახლა კი თურმე ფულის დარიგება დავიწყე, რომ პოლიციელი მომესყიდა.
არასერიოზულია. ჩემი ძმისშვილია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრს ცრუობს“,-
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ წინასაარჩევდოდ პოლიციის მოსყიდვის
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" წევრები და
მასთან დაახლოებული პირები დააკავა.
შსს -ს ინფორმაციით, პოლიციელების მოსყიდვას ივანიშვილის ძმისშვილი
ახორციელებდა.
internet.ge