ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო კამერებს
შეუზღუდავად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, ეს არის პრინციპული საკითხი, რომელიც
საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს.
„საარჩევნო უბანზე კენჭისყრის განმავლობაში, პირველიდან ბოლო
ამომრჩევლამდე პერიოდში, დროის თვალსაზრისით შეუზღუდავი იქნება ფოტო და ვიდეო
გადაღება, ეს არის ყველაზე მეტად პრინციპული საკითხი, რამაც ინტერესი გამოიწვია
საზოგადოების მხრიდან და აქ გადაწყვეტილება ცალსახად მიღებულია. მოცემულ მომენტში
მუშაობა ტექნიკურ საკითხებზე მიდის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დადგენილებამ უკვე
მიიღოს ის ფორმა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის იქნება მისაღები,“ - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.
Internet.ge