GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს მოქალაქეებისთვის სლოვაკეთის ვიზების აღება მარტივდება
18:39 12.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში დღეს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ჩიკაგოს 2012 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხები. კერძოდ, ISAF-ის ფარგლებში თანამშრომლობა და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ურთიერთქმედების აუცილებლობა.

მინისტრების შეხვედრისას ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სლოვაკეთის ვიზები, 2012 წლის 27 აპრილიდან, გაიცემა ლიტვის საელჩოს მიერ თბილისში.

„სლოვაკურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  საქართველოს მოქალაქეებისთვის სლოვაკეთის ვიზები 2012 წლის 27 აპრილიდან გაიცემა ლიტვის საელჩოს მიერ თბილისში, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეებს სლოვაკეთის ვიზების მიღების პროცესს (აქამდე სლოვაკეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცემოდა ამ ქვეყნის საკონსულოების მიერ ქ. ანკარაში და ქ. კიევში)“,- ნათქვამია საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა.

ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ და მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმატებული მიმდინარეობა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას შესაბამისი უწყება გადასცა1
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა2
სათვალთვალო კამერამ ჟურნალისტის შემზარავი მკვლელობა გადაიღო3
საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთში 15 წლით პატიმრობა ემუქრება4
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X