აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრომ დაითვალა ზარალი, რომელიც
რესპუბლიკას „მისი ტერიტორიების სომხეთის მიერ ოკუპაციის“ შედეგად მიადგა. თანხამ
431,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ბაქო უკან არ
დაიხევს ამ ფულის მოთხოვნის საკითხში.
ეკონომიკის
სამინისტროს წარმომადგენლის ნატიგ ჰასანოვის განცხადებით, აღნიშნული თანხა
დადგენილია სხვადასხვა სამინისტროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,
მათ შორის, ეკოლოგიისა და დევნილთა სამინისტროების ინფორმაციებზე.
internet.ge