GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა
17:04 25.09.2012
დღის სიახლეები

ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს. მათ საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.

ამის შესახებ განცხადებას, სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში ქართული სამშიდობო კონტინგენტისთვის სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო. საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზებზე მოეწყო. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გახსნილ თორმეტ საარჩევნო უბანზე მისცეს. ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი არჩევანი საარჩევნო ბიულეტინებზე დააფიქსირა, რის შემდეგაც ცესკო-ს წარმომადგენლებმა ბიულეტენები გადასატან საარჩევნო ყუთებში მოათავსეს.

„ხმის მიცემის პროცესმა მსოფლიოს ყველაზე ცხელი ქვეყნის ყველაზე ცხელ, ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩაიარა. კადრში ჩანს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არსებული ავღანური სოფელი, რომელიც თალიბების მიერ არის გამაგრებული. მიუხედავად ყოველ წამს მოსალოდნელი საფრთხისა, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და ქვეყნის გარეთ მყოფ ქართველ სამხედროებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ თავიანთი არჩევანი“,- ნათქვამია განცხადებაში.  

ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა „ქართული ოცნების“, „ევროპელ-დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ყველა მხარის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიუხედავად საომარი ვითარებისა, კენჭისყრის პროცესის ნორმალურად ჩატარებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. დელეგაციის წევრები ქართულ მისიაში ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებენ.   

დღეისათვის, ავღანეთში სამშვიდობო მისიას, ჰელმანდის პროვინციაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი  და მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი ასრულებს, რომელიც ამჟამად როტაციის პროცესში იმყოფება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სუბარი ყველას მოუწოდებს, ნუ ეცდებიან პატიმრების პროვოცირებას1
"იმედი"- ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე პაატა კაკაურიძის კანდიდატურა სახელდება2
ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა3
საქსტატში პირადი სტატისტიკოსის სისტემა დაინერგა4
მოძალადემ ქალი სახლიდან იძულებით გაიყვანა და გააუპატიურა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X