ტუღუში: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხორციელდეს
სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას,
ტუღუშმა განაცხადა, ადმინისტრაციული პატიმრობის მიმართ მისი დამოკიდებულება ნეგატიურია,
რადგან არაერთი პრობლემა სასამართლოს მიერ გამოტანილ შაბლონური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომლის გამო, პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში ხვდებოდა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის კონკრეტულ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის პირობები უნდა მოწესრიგდეს – რეალობა უცვლელია.
„ინფრასტუქტურა ბრძანების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა. დღესდღეობით, პრაქტიკულად, არ არსებობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც ხანგრძლივ (2–3 დღეზე მეტი ხნით) პატიმრობაზე არის გათვლილი. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ საქართველომ, მალე, ახალი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი" მიიღოს. კანონპროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტებს გადაეგზავნა და იმედს ვიტოვებ, პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი მაღალი სტანდარტის იქნება და არაერთ პრობლემას მოაგვარებს, რომელთა შესახებ გასულ წლებშიც ვსაუბრობდი“, – დასძინა მან.
Internet.ge