დღეს,საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
ასევე
პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის
ფარგლებში
იგეგმება
„საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და საკვები ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
internet.ge