საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა
საქართველოს
პრეზიდენტმა,
ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან გამართა.
საუბრის
მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული
რეფორმები
და მოახლოებული არჩევნები იყო.
როგორც
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ღიად გამოხატეს არსებული კურსისადმი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირის პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება, მეწარმეებსა და ფერმერებს კი საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ბაჟის გარეშე შეეძლეებათ.
ნიუ-იორკში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომაროვსკისთან და დომენიკის რესპუბლიკის პირველ პირთან დანილა მედინა სანჩესთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. მხარეები ასევე შეეხნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, კერძოდ, ჩრდილოეთ მეზობლისგან მომდინარე საფრთხეებს.
“რუსეთი კვლავ ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვოს სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ლავროვის ვიზიტი ამის ნათელი მაგალითია, თუმცა ამ საქმეში ისინი
ნაურუს ამარა დარჩნენ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
internet.ge