სააკაშვილი: ციხეებში ჩადენილი სისასტიკე არ უნდა გახდეს საბაბი საქართველოში მტრების გეგმები შესრულდეს
მიხეილ საააკაშვილის თქმით, ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ხელი
უახლოეს მომავალში მოეწერება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად ევროპელ ლიდერებთან
გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეებს
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობაში ახალი აეროპორტები და რკინიგზა დაეხმარება.
სააკაშვილის ვარაუდით რკინიგზა, რომელიც ახალქალაქის გავლით უნდა აიგოს, მომავალ
წელს დასრულდება.
"ჩვენ ასევე ხელს ვაწერთ ასოცირების
ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობა გვექნება ევროპასთან.
ჩვენი გლეხი და ფერმერი თავის პროდუქტს ევროპულ ბაზარზე ყოველგვარი ბაჟის გარეშე
გაიტანს,“- განაცხადა
სააკაშვილმა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება ათი ათასობით სამუშაო ადგილს
შექმნის.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს
საგარეო კურსი საქართველოში მომავალ კვირას დაგეგმილ არჩევნებზე გადაწყდება.
„საქართველოს კურსი თუ შეიცვალა ეს ყველაფერი
ქარს გაჰყვება. იმის გამო, რომ რამდენიმე დამნაშავემ და სრულიად უღირსმა, ძალიან
საეჭვო ადამიანმა სხვადასხვა უწყებებში რაღაცა ჩაიდინა, ეს არ უნდა გახდეს საბაბი
რომ საქართველოში ჩვენი მტრების გეგმები შესრულდეს“,- განმარტა მიხეილ
სააკაშვილმა.
Internet.ge