GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს საქართველოთი აშინებს
19:41 12.04.2012
დღის სიახლეები

მას შემდეგ, რაც ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს შეხვდა და გაესაუბრა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ანერვიულდა.

სამინისტრომ თავის საიტზე განათავსა ინფორმაცია, რომლითაც ის აფრთხილებს რუსეთის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან, რადგან იქ რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო უწყება წერს, რომ „ქართული სპეცსამსახურები აგრძელებენ ქვეყანაში ჩასული რუსეთის მოქალაქეების სისტემატურ დაკავებასა და რეპრესიებს. ეს, როგორც ვხედავთ, ზედმეტი ხმაურის გარეშე კეთდება. სამაგიეროდ, მედიაში ფართოდ შუქდება სააკაშვილის პროპაგანდისტული შოუ გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, სადაც ის, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს, მიესალმა სიტყვებით: „ჩამოდით ხშირად“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარამტიები არ არსებობს და რეკომენდაციას იძლევა, თავი შეიკავოთ ამ ქვეყანაში ჩასვლისგან“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებლთან შედარებით, 70%-ით მეტია.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ითხვისის მაღაროში თანამშრომლები უკვე 22 დღეა აქციას მართავენ1
ბიძინა ივანიშვილმა ჯონ მაკკეინს წინასაარჩევნო გარემო გააცნო2
პოლიციამ მამაკაცის დასახიჩრებული ცხედარი აღმოაჩინა, რომელსაც სახეზე ხატი ედო3
მიხეილ სააკაშვილი სოფელ ლაფანყურში იმყოფება4
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერიტორიებისთვის დავას იწყებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X