„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე,
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს გამოეხმაურა.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სანიკიძემ განაცხადა, მას
ქურდებთან არასდროს არანაირი კავშირი ჰქონია. სანიკიძემ დაადასტურა ინფორმაცია,
რომ ვალერი ხაბურძანია მისი ბავშობის მეგობარია.
„მე ქურდებთან საერთოდ ცხოვრებაში ურთიერთობა არ მქონია. აბსოლუტურად
სხვა გარემოში გავიზარდე, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ფაბრიკაცია,
თანამედროვე ტექნოლოგიებით კი, ყველას მოგვეხსენება რისი გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება ხაბურძანიას, ის არის ჩემი ბავშვობის მეგობარი და
განსხვავებით სხვებისგან, ჩემს მეგობრებზე უარს არასდროს ვაბობ. გაიკეთონ ეგ ერთ ადგილზე რა მასალებიც აქვთ,
მითუმეტს მაგ ადგილს ეძალებიან“,- განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფარულ
აუდიოჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟოტრიტარობის კანდიდატი გუბაზ
სანიკიძე, შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას
ესაუბრება. ჩანაწრებში სანიკიძე ხაბურძანიას სთხოვს რუსეთის ერთ-ერთი ციხიდან
კანონიერი ქურდის გათავისუფლება მოხდეს, რის სანაცვლოდაც გარკვეულ ანაზღაურებას
ჰპირდება.
Internet.ge