ცენტრალური
საარჩევნო
კომისია დღეს იმ სადაო პუნქტების განხილვას განაახლებს,
რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო/ვიდეო გადაღებას ეხება.
ამის
შესახებ მედიის წარმომადგენლებთან
შეხვედრის
შემდეგ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
ხარატიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებმაც დადგენილებას მხარი დაუჭირეს, დღეს 18.00 საათისთვის შეიკრიბებიან და ცალკეული მუხლების დაზუსტებაზე იმსჯელებენ, თუმცა დადგენილების მთლიანად გაუქმების საკითხი არ დადგება.
internet.ge