უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პარტიებსა და სამართალდამცავებს
რეკომენდაციას აძლევს.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბოკერიამ განაცხადა, ბოლო
რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოება ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას აკვირდება,
რომლის ფარლებშიც "ხალხმრავალი და ენერგიული აქციები გაიმართა" და მიუხედავად
იმისა, რომ პოლიტიკოსების გზავნილების
შინაარსი საკამოდ მკაცრი და აგრესიული იყო, აქციები მშვიდობიან ფარგლებში
ტარდება, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა შემაშფოთებელი ტენდენცია შეიმჩნევა
ძალადობრივი მეთოდების, ან აშკარა მუქარის შემცველი ინციდენტების. დაახლოებით 30
ადამიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ასევე არიან დაჯარიმებული
პირებიც. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, ერთის მხივ ძალადობის გაგრძელება არ
მოხდეს და პროცესები კანონის ფარგლებში წარიმართოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მსუბუქი ფორმა იქნეს გამოყენებული, მაგალითად ჯარიმა, პირის დასჯა ამ
ფორმით უნდა მოხდეს. მეორეს მხრივ, პარტიებს მოვუწოდებ მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ
მომხრეებს, რომ მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, დაუშვებელია ძალადობრივი მუქარა
ან ძალადობა, ამის წახალისება დაუშვებელია“,- განაცხადა ბოკერიამ
მისი შეფასებით, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მშვიდობის შენარჩუნებისთვის
და არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ასევე
აქვთ თავისი წილი სერიოზული პასუხისმგებლობა, თუ რა ტიპის წახალისება არ უნდა
მოახდინონ მომხრეებში. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები სიმშვიდეზე საუბრობენ, მიუღებელია
ამის პარალელურად საუბარი იყოს პოლიტიკური ოპონენტების ლინჩის წესით
გასამართლებაზე“,- განაცხადა ბოკერიამ.
internet.ge