„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარტიული ყრილობა გამართა
20:54 26.09.2012
|
დღის სიახლეები
|
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე თანაბრად გააკრიტიკა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
როგორც შალვა ნათელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი გუნდი მსხვილ მონოპოლიურ ბიზნესს დაშლის.
„ჩამოვართმევთ მიტაცებულ ჩვენს ქონებას, ყველას ვინც ჩვენი ძარცვით იხეირა“,– განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, თუ არჩევნების გაყალბება მოხდება, მშვიდობიანი რევოლუციის ინიციატორი იქნება.
გამარჯვების შემთხვევაში კი ნათელაშვილის თქმით, პარლამენტის პირველივე სხდომარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგება.
სამოქმედო გეგმაზე საუბრისას პირველმა ლეიბორისტმა ყურადღება ეკონომიკურ პროექტებზე შეაჩერა და აღნიშნა, რომ კომუნალური გადასახადების თემა აუცილებლად გადაიხედება.
ნათელაშვილის განცხადებით, კომუნალური გადასახადები შემცირდება.
ყრილობაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა შრომის პარტიის სლოგანი, რომელიც ქონების მდიდარისთვის წართმევას და ღარიბისთვის მიცემას გულისხმობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|