ვიცე
პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის მიწვევით,
სპეციალური
სტუმრის სტატუსით, ბრატისლავაში
გამართულ „გლობალური უსაფრთხოების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე.
გიორგი ბარამიძე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც ამერიკის თავდაცვის ახალი სტრატეგია განიხილება.
სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, გაიმართება გიორგი ბარამიძის სპეციალური პრეს-კონფერენცია საერთაშორისო და ადგილობრივი
მედიის წარმომადგენლებისათვის.
Internet.ge