GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: პატიმართა წამება ჩემი პირადი შეურაცხყოფა იყო
11:32 27.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აპირებენ ქვეყანაში კანონიერი ქურდები დააბრუნონ.

როგორც მერაბიშვილმა აფხაზეთში დაღუპული მეომრების მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ამ ადამიანებს სურვილი აქვთ საქართველოში მხედრიონის ტიპის დაჯგუფებები აღადგინონ.

„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია  იყვნენ პოლიტიკოსები და ერთ სიტყვას არ ამბობენ პუტინზე, ერთ სიტყვას არ ამბობენ ოკუპანტებზე და უნდათ ასე მოტყუებით, მოქრთამვით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შებღალონ თითეული იმ ადამიანის ხსოვნა, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატიმართა წამების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯალათების მიერ პატიმართა წამება მისი პირადი შეურაცხყოფა იყო.

„რა თქმა უნდა, გული მეტკინა, როცა ვნახე კადრები, როგორ აწამებენ ჯალათები ციხეში პატიმრებს. ეს ჩემი პირადი შეურაცხყოფა იყო, რადგან მე შუშის გამჭვირვალე პოლიციის შენობებს 7 წელი ვაშენებდი და ჩემი 7 წლის ნამუშევარი ვიღაცეების თვალში წყალში ჩაიყარა", - აღნიშნა მერაბიშვილმა და ყურადღება კრიმინალურ წარმომადგენლებთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა.

„ვამაყობ, რომ შემიძლია თამამად გავუშვა ჩემი შვილი ქუჩაში და არ შემეშინდება, რომ ის ნარკომანი გახდება და ცუდ წრეში მოხვდება. მე ვამაყობ, რომ თბილისის სადარბაზოებში აღარ ყრია ნემსები, ვამაყობ, რომ არც ერთ პოლიციელს აზრად არ მოუვა ქრთამი გამოართვას საქართველოს მოქალაქეს“,- განმარტა მერაბიშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მედვედევი: სერდიუკოვის პროფესიონალიზმი საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაციისას გამოვლინდა1
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს2
მურატ ჯიოევი: სამხრეთ ოსეთის პასპორტების ცნობა საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული ტყუილია3
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია4
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X