ბაქრაძე: სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პენსია ასი დოლარის ექვივალენტი გახდება
12:04 27.09.2012
|
დღის სიახლეები
|
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამა გააცნო თელავის ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემებიც მოისმინა. მან ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პენსიონერებს იმედი მისცა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პენსია ასი დოლარის ექვივალენტი გახდება. მისი თქმით, ასევე გადაიხედება იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც წვრილმანი ქურდობისთვის იხდიან სასჯელს.
მოგვიანებით დავით ბაქრაძე ნაფარეულში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება მიულოცა.
„წინა წლებში ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ კარგად გვესმის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გაჭირვება, არსებობს პრობლემებიც და უსამართლობაც და ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის გამოსწორება“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|