2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ომს აწარმოებდა, ბიძინა
ივანიშვილის ბანკი „როსიისკი კრედიტი“ აგრძელებდა მუშაობას საწარმოებთან, რომლებიც
იარაღს ამზადებდნენ - ამის შესახებ დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე
თავისი ჟურნალისტური გამოძიებიდან გამომდინარე საუბრობს.
„1997 წლიდან, ბიძინა ივანიშვილი, უფრო სწორედ, მისი ბანკი,
თანამფლობელი ან თანამონაწილე იყო ჯგუფ „ტოჩნოსტის“ 10%-სა. მასში „როსიისკი
კრედიტის გარდა“ შედიოდნენ ძალიან სერიოზული საწარმოები - იარაღისა და
არჭურვილობის მწარმოებლები. ბუნებრივია, ეს ბანკი ემსახურებოდა ამ უმსხვილეს
საწარმოებს. 2008 წელს, როცა საქართველოში ომი იყო, ბანკი „როსიისკი კრედიტი“
აგრძელებდა მუშაობას რუსულ საწარმოებთან, რომლებიც მცირე და საშუალო შეიარაღებას
ამზადებენ , ამასთან, აიარაღებენ სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და ავიაციას. ეს იყო მთავარი
ბანკი - მისი საშუალებით ფორმდებოდა კონტრაქტები და ამ საწარმოებისათვის
მომსახურების გაწევა“ - განაცხადა ივანიძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ომს
აფინანსებდა, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი აფინანსებდა საწარმოებს,
რომლებიც, თავის მხრივ, სწორედ იმ იარაღს ამზადებდნენ, რომელსაც საქართველოში
იყენებდნენ.
იხ. წყარო
Internet.ge