საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ -
პოლიტიკური მიმართულების პრობლემა აქვს და არა გეოგრაფიულის.
როგორც
"ინტერნეტ.ჯი"-ს წიკლაურმა განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა თბილისზე იქნება
კონცენტრირებული და თუ სურს, რეგიონებზე, მაგრამ
„შესაკრებთა გადანაცვლებით - ჯამი
არ იცვლება“.
მისი
თქმით, კოალიციის წევრები სადაც უნდა წავიდნენ, მათი აქტივობის განმსაზღვრელი იქნება
- „ის, რომ რუსეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო“.
„მათი
მთავარი პრობლემაა - პოლიტიკური მიმართულებების არ არსებობა და არა გეოგრაფიული
პრობლემები. სადაც უნდათ იქ იარონ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ,
რომ „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ალასანია წინა საარჩევნო პერიოდში,
სამეგრელოში საქმიანობას აპირებს.
Internet.ge