მას შემდეგ,
რაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში განაცხადი გააკეთა, რუსეთში მის
ბიზნესთან დაკავშირებით უსწრაფესად დაიწყო მოვლენთა განვითარება.
„მისმა
ბანკმა, მაგალითად, მიიღო ფიზიკურ პირებთან მუშაობის უფლება. მანამდე კი საერთოდ
არაფრის უფლება ჰქონდა. ის უბრალოდ, საინვესტიციო ბანკი იყო. ეს ყველა უფლება,
პრაქტიკულად, წინა დღეებში მიიღო. შესაძლოა, ეს შემთხვევითი დამთხვევაც იყოს“ -
აცხადებს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან
დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.
მისი თქმით,
ბიზნესის გაყიდვა, ზოგადად, ძალიან რთული საქმეა, თუკი ეს რეალური გარიგებაა. ივანიშვილის
შემთხვევაში მოხდა ისე, რომ მისი უდიდესი ბიზნესები რუსეთში, რამდენიმე დღეში
იყიდება. ყველაზე წარმოუდგენელი კი ის არის, რომ ეს გარიგებები ჯერ დასრულებული და
დახურული არ არის და საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე, მათი საკითხი ღიად
რჩება. მაგალითად, „როსიისკი კრედიტზე“ გარიგება მხოლოდ წლის ბოლომდე უნდა
დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ჯერ არ გაუყიდია თავისი ბიზნესი
რუსეთში.
ვიდრე
გარიგება არ დასრულებულა, მას ბანკის დაბრუნება თავისუფლად შეუძლია. ფული
სპეცანგარიშებზე ინახება, იურისტები ამას აფიქსირებენ და გადახდა მხოლოდ მერე
ხდება. იურიდიულად ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს თავის საკუთრებას.
„ახლა არის
მცდელობა საქართველო დააბრუნონ იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც ის იყო. ქართველი ხალხი ამ
ჯოჯოხეთს ვერ აიტანს და ქვეყანა, უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას“ - აცხადებს ივანიძე
და დასძენს, რომ მას ხელთ აქვს „გოგი ერევანსკის“ ჩანაწერების დღიურის ასლი. ცნობილი
ე.წ. კანონიერი ქურდის წიგნაკში სხვებთან ერთად წერია მალკინი და ბორის ივანიშვილი
და ყველა ტელეფონი „როსიისკი კრედიტისა“.
„რა უნდა
ბიძინას გოგი ერევანსკის წიგნაკში?“ - სვამს კითხვას ჟურნალისტი.
იხ. წყარო
Internet.ge