GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს ოჯახს ვირუსები გამოუგზავნეს
13:20 28.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბესო სურმავაზე ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნული განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერით მიმდინარე ტელეხიდისას გააკეთა.

ივანიშვილის განცხადებით, გუშინ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერების ავტორი არაფერ შუაშია და მასზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა.

„სურმავა არაფერ შუაშია, ეს კომბინაცია ხელისუფლების მოწყობიალია. ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ  გადაფარონ ის წამება, რომელიც ციხეებში ხდებოდა. ამ აუდიომასალის გამოქვეყნებით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე გამოაჩინა. ახალი არაა, რომ ისინი ყველას გვისმენენ. მათ შორის ფეისბუქსაც აკონტროლებენ. ვირუსები გამოუგზავნეს ჩემს ოჯახსაც“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მან სურმავა დადებით ადამიანად დაახასიათა. ივანიშვილის განცხადებით, ბესიკ სურმავა ბოლოს ორი დღის წინ ნახა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა ქართულ ტელევიზიებს ფარული აუდიოჩანაწერები გადასცა, რომელშიც კოალიციის წევრების პირადი საუბრებია ასახული. ბესო სურმავას განცხადებით, ის ამ ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველი ქსნის დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს1
ირაკლი კირკიტაძე ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს2
აფრასიძეების ადვოკატები 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ3
პარლამენტს ცხრა ახალი დეპუტატი ეყოლება4
ბაშარ ასადიმ ამნისტია გამოაცხადა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X