GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი: ქართულ ჯარს დიდი შეიარაღება არ უნდა ჰქონდეს
13:59 28.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის შესაცვლელ სფეროთა შორის არ მოხვდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გერბი.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა „მეცხრე არხის“ ეთერში მოქალაქეთა შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, ეროვნული ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძეა, მუსიკა კი სააკაშვილს არ ეკუთვნის.

„სააკაშვილმა ჰიმნი მიისაკუთრა, მაგრამ მისი ავტორი დავით მაღრაძე ჩვენთან იდგა 27 მაისს პირველ აქციაზე. როგორც ვიცი, მუსიკაც არ ეკუთვნის სააკაშვილს. ეს არ არის ახლა მთავარი პრობლემა. მთავარია, ტოტალური უმუშევრობა მოვსპოთ და სამართლიანობა აღვადგინოთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა პასუხი არ გასცა შეკითხვას, რომელიც იუსტიციის ახლადაშენებულ სახლებს ეხებოდა. მოქალაქეები, რომლებიც შეკითხვას „ფეისბუქის“ საშუალებით სვამენ, დაინტერესდნენ, დაანგრევდა თუ არა ივანიშვილი შუშის სასახლეებს.

შემდეგი კითხვა, ხელისუფლების მონაპოვარს, გამოცდებს, არმიას და პოლიციას შეეხებოდა.

„ჩვენი მოსვლის შემდეგ, საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს სამსახურს. ისინი, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, მოიხდიან კანონიერ სასჯელს. ამასთან, პოლიტიკური დევნა არ იქნება განხორციელებული იმ პირების მიმართ,  რომლებიც  სააკაშვილის ხელისუფლებაში მუშაობენ.  იგივე ეხებათ  პოლიციისა და  სპეცსამსახურების თანამშრომლებს“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერი ქართული ჯარის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ავღანეთში კონტიგენტის გაგზავნა კვლავ გაგრძელდება.

ჩვენ ნატოს ღირესული წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენი ჯარისკაცები კი ასრულებენ იმ საქმეს, რაც ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს. კვლავ გაგრძელდება მათი მისია, თუმცა ჩვენ მსგავსი დანაკარგი არ უნდა გვქონდეს. ოჯახები არ უნდა დავაობლოთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი შეიარაღება და ბევრი ჯარისკაცი არ უნდა ჰყავდეს.

„ქართულ ჯარს დიდი შეიარაღება არ უნდა ქონდეს, ეს ნატოს სტანდარტებმა უნდა განსაზღვროს“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს1
ისრაელში სარაკეტო დარტყმის მაუწყებელი სისტემის ტესტირება მიმდინარეობს2
„ქართული ოცნების“ წევრი რომან კუსიანი 150 ათასი ლარით დააჯარიმეს3
ვერა ქობალიამ CNN–ის ეთერში საქართველოს მიზნებზე ისაუბრა4
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X