კოალიცია „ქართული
ოცნება“ გერმანული კვლევითი ცენტრის Forsa-ს კვლევის შედეგებს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, რომლის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამეტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 65% "ქართულ ოცნებას", 25% - "ნაციონალურ მოძრაობას", 6% - ქდმ-ს, 4 %
კი სხვა პარტიებს მისცემდა ხმას.
Forsa-ს წარმომადგნელის განცხადებით, აგვისტოს კვლევასთან შედარებით, "ქართული ოცნების" პროცენტული მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა, "ნაციონალების" 18% შემცირდა, ქდმ-ის კი უცვლელი დარჩა.
აღნიშნული კვლევა 20-დან 25 სექტემბრის ჩათვლის პერიოდს მოიცავს და მთელი საქართველოს მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუს გზით 1943 რესპონდენტი გამოიკითხა.
შეგახსენებთ, გერმანული კვლევითი ორგანიზაცია
"forsa" სოციალური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის მიმართულებით მუშაობს. ვიკიპედიას მონაცემებით, "forsa" 1984 წელს მანფრედ გულნერმა დააარსა. ორგანიზაციის შტაბბინა ბერლინში მდებარეობს, თუმცა ფილიალი
აქვს ლატვიის დედაქალაქ რიგაშიც. "forsa" კვლევის პროცესში, ძირითადად, ონლაინ-გამოკითხვების მეთოდს იყენებს.
წლების განმავლობაში, "forsa"-ს არაერთი ბრალდება წაუყენეს. იგი ცნობილია, როგორც
პოლიტიკურად
ანგაჟირებული
ორგანიზაცია.
"forsa" და მისი პრეზიდენტი, მანფრედ გულნერი, ეჭვმიტანილნი იყვნენ წინასაარჩევნო გამოკითხვების გაყალბებაში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ.
"forsa"-ს მიერ
გამოქვეყნებული
შედეგები არ ემთხვეოდა სხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ
გამოქვეყნებულ
მონაცემებს.
მანფრედ გულნერის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ კურსს იმაზე
ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე სხვა
კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში აისახებოდა.
2002 წლის
6 სექტემბერს,
მაინზის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორმა, ჰანს მატიასმა, დაასახელა სამი
კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც თავისუფალი იყო პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან. ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა
"forsa ".
2005 წლის
არჩევნების შემდეგ, "forsa"-ს გამოკითხვებში სოციალ-დემოკრატიული პარტიისადმი მიკერძოებულობა აღარ შეინიშნებოდა, არამედ
პირიქით,
"forsa"-მ კვლევის შედეგების გაყალბება ახლა უკვე
სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი
რეფორმატორული
კურსის წინააღმდეგ დაიწყო.
ორგანიზაციის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება დაკავშირებულია სოციალ-დემოკრატი შროიდერის მიერ კანცლერის თანამდებობის დატოვებასთან. პუტინთან დაძმობილებული შროიდერი "forsa"-ს დამფუძნებლის, მანფრედ
გულნერის მეგობარი იყო და სწორედ ამ მიზეზით
ყალბდებოდა კვლევის შედეგები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ კვლევითმა ცენტრმა
"forsa"-მ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვყენა, რომლის მიხედვით, შერჩევით გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა
ივანიშვილს უჭერს მხარს.
Internet.ge