კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა
ხიდაშელი აცხადებს, რომ სახელისუფლებო მედიამ საზოგადოება შეცდომაში
მიზანმიმართულად შეიყვანა, როდესაც მისი შეხვედრების გაუქმების შესახებ ინფორმაცია
გაავრცელა.
როგორც ხიდაშელმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, მან საგარეჯოს რაიონში ამომრჩევლებთან
წინასაარჩევნო შეხვედრები 26 სექტემბერს დაასრულა და ახლა საშტაბო რეჟიმში მუშაობს.
„ეს ინფორმაცია სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა შეგნებულად
დაამახინჯეთ. 26 სექტემბერს, როდესაც საგარეჯოში ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა და მრავალრიცხოვანი შეხვედრა გავმართე, ვთქვი,
რომ წინასაარჩევნო პროცესს იმ დღეს ვწყვეტდი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე
კანდიდატურა მოვხსენი. შტაბში ვარ და ვმუშაობ. შესაძლოა, ამის შესახებ თქვენ არ
იცოდით, რადგან თქვენი გამოცემა ისევე
როგორც იმედი, არასოდეს აშუქებთ ჩემს შეხვედრას მოსახლეობასთან“,- განაცხადა
ხიდაშელმა.
კოალიციის წევრმა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ბესიკ სურმავას
მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
თინა ხიდაშელის მიერ წინასაარჩევნო
კამპანის შეწყვიტის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ამის მიზეზად კი გუშინ
გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრები სახელდება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ხიდაშელს
აგინებს და ამბობს, რომ ის კოალიციის შიგნით ინტრიგებს ხლართავს.
Internet.ge