მთავრობის
კანცელარიაში
უწყებათაშორისი
კომისიის სხდომაზე მთავარი
განსახილველი თემა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო
გარემოში ჩატარება იყო.
როგორც მთავრობის შეხვედრის შემდეგ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა,
შეხვედრაში მონაწილე სუბიექტებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა მოემზადონ არჩევნების
დღისთვის, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი არჩევნების დღეს რაიმე სახის დაძაბულობა
და ძალადობა.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა
პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა,
რათა მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს 1-ელ ოქტომბერს თავისი პოზიციის დაფიქსირება",
- განაცხადა
თაქთაქიშვილმა.
ცნობისთვის, კანცელარიაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
internet.ge