ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პირველმა ლედიმ
სანდრა ელისაბედ რულოვსმა მიმართა.
პირველი ლედის განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით ვითარება
შეიცვალა და მომავალში ყველაფერი კიდევ
უფრო წინ წავა. „მეც მაწუხებს ის, რაც სტუდენტებს აწუხებთ, მაგრამ ვხედავ რომ
პრობლემებზე სწრაფი რეაგირება ხდება და ყველგან უნდა მივაღწიოთ წარმატებას“,-
განაცხადა პირველმა ლედიმ.
სანდრა რულოვსის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში სარებილიტაციო ცენტრი
არსებობდეს და იმედი გამოთქვა, რომ ეს განხორციელდება.
„საქართველო ყველა სხვა სახელმწიფოებზე უკეთესი უნდა იყოს. რაც
შეეხება პატიმრების საკითხს, რაც ვნახეთ, ის ძალიან სანერვიულო კადრები იყოს, მაგრამ
მე ვიცი, რომ ასეთი რამ სხვაგანაც ხდება“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
internet.ge