მიხეილ სააკაშვილი: კანონიერმა ქურდებმა ბილეთები უკან ჩააბარონ, მათ საქართველოში არავინ ელოდება
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა მეტი
რეფორმების, წინსვლის დროა და ქვეყანა არავითარ შემთხვევაში უკან არ უნდა
დაბრუნდეს.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს, ეროვნულ სტადიონზე სიტყვით
გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, დღეს ეროვნულ სტადიონზე ყველაზე გრანდიოზული მიტინგი
გაიმართა, რომელიც საქართველოში ოდესმე ყოფილა.
„ე.წ კანონიერ ქურდებს მივმართავ, თვითმფრინავის ბილეთები უკან
ჩააბარონ, მათ საქართველოში არავინ ელოდება. 3 დღეში უმნიშვნელოვანეს არჩევანს
გააკეთებს საქართველო. ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე ჩვენ არასდროს ვმდგარვართ.
ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის“,- განაცხადა სააკაშვილმა,
პრეზიდენტი ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებს კიდევ ერთხელ
გამოეხმაურა. „გასულ კვირას საშინელი,
უპატიებელი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, ამ ყველაფერზე კი, ჩვენი პასუხი იყო
ისეთი, როგორიც ეკადრებოდა გაზრდილ, ევროპულ, 21-ე საუკუნის ქვეყნის მთავრობას,“-
განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge