ეროვნულ სტადიონზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი
ყრილობა დასრულებულია.
ხალხის წინაშე სიტყვით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა,
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა ლიდერები გამოვიდნენ.
ყრილობის ბოლოს საქართველოს ეროვნული დროშა, 2012 წლის ოლიმპიურმა
ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა აღმართა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ
დემოკრატია აეშენებინა.
„საქართველოში შემოაგდეს რუსული ფული, აწყობენ ამდენ პროვოკაციას,
ჩვენი საზღვრების შიგნით დაჯლიგინებენ ტანკები, იყო აფეთქებები, ოკუპაცია,
ემბარგო, მაგრამ საქართველოს თავისუფალი სული ვერ გატეხეს. ქართველი ერი ეს არის
აღმშენებელი ერი. ბევრი ნაკლოვანება და ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ყველანი ერთად
როცა ვირაზმებით, ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვუღალატებთ ჩვენ წინაპრებს და
არ ვუღალატებთ დემოკრატიასა და თავისუფლებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge