უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის
საგარეო უწყების განცხადებას, მორიგ პროვოკაციად აფასებს. როგორც ბათუ ქუთელიამ
„ინტერნეტ.ჯი“–ს განუცხადა, რუსეთის ფედარაციას, არ სურს საკუთარ მოქალაეებს
კომფორტი შეუქმნას.
„რუსეთის ხელისუფლება, ყველანაირად ცდილობს დაუმალოს საკუთარ
მოსახლეობას, რა აღმშენებლობითი პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. საგარეო
უწყების მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება მორიგ პროვოკაციას ისახავს მიზნად.
იმის ნაცვლად, რომ რუსეთის ხელისუფლებას გაემარტივებინა სავიზო რეჟიმი, ჩვენს
პოზიტიურ ნაბიჯებზე პროვოკაციული რეაქცია ჰქონდათ". - ამბობს უშიშროების საბჭოს
მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია და აქვე განმარტავს, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში თავს უსაფრთხოდ
იგრძნობს.
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, ამას ევროკავშირის
კვლევებიც ადასტურებს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ხალხთა შორის
შური და სიძულვილი დანერგოს. რუსი
ტურისტების ნაკლებობას არ განვიცდით და მათ მომავალშიც დიდი სიამოვნებით მოვიღებთ“,–
განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“–ს ქუთელიამ.
რუსეთის საგარეო სამინისტრომ, გუშინ ოფიციალური განცხადება გავრცელა
და საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავება იმ მოტივით ურჩია,
თითოქს მათ საქართველოში საფრთხე ემუქრებათ.
Internet.ge