სააკაშვილი: გვსურდა დანგრეულიყო მითი, რომ თბილისში სერიოზული დასაყრდენი არ გვაქვს
საქართველოს პრეზიდენტი ფოთში იმყოფებოდა, სადაც ახლადგახსნილი
საკათედრო ტაძარი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს შეხვდა და მათ
სიტყვით მიმართა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, გუშინ გამართულ შეკრებაზე
რეგიონებიდან ძალიან ცოტა ხალხი იყო ჩასული, რადგან სურდათ მითი, რომ „ნაციონალურ
მოძრაობას“ თბილისში არ აქვს სერიოზული დასაყრდენი, დანგრეულიყო.
სააკაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, თითოეულმა
ოჯახმა ქვეყნის წინსვლა იგრძნოს და მეტი სარგებელი ჰქონდეთ მათ. პრეზიდენტმა ფოთში
განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ამ ქალაქზე. ლაზიკას მშენებლობა იქნება
ფოთის გაგრძლელება. ჩვენ უნდა ვიყოთ უკეთესი ქვეყანა, პოლიტიკა კი უზნეობაა, თუ ის
ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ჩვენ სიღარიბე და ნგრევა მივიღეთ მემკვიდრეობით,
მაგრამ ეს მუდმივად არ უნდა ვატაროთ მხრებით და ჩვენ მომავალს სიღარიბისგან
გათავისუფლებული ქვეყანა უნდა გადავცეთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge