იულია
ტიმოშენკომ მოუწოდა უკრაინელებს, დაგეგმილ არჩევნებზე მოიშორონ მაფია, რომელიც
ქვეყანას მართავს.
ეს უკრაინის
ექს-პრემიერის პირველი ვიდეო-მიმართვაა მას შემდეგ, რაც დაკავებულია.
ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელები დანაშაულებრივ ქვეყანაში ცხოვრობენ და საკუთარ
მაგალითზე ხვდებიან, რომ კანონი უარყოფილია.
ოპოზიციის
ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ
ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ყოველდღიურად
ადგილი აქვს არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არამედ ყოველ დღე, აქ,
შეგნებულად, ჯოჯოხეთს ქმნიან. და ეს უშუალოდ იანუკოვიჩის გეგმაა“ - აცხადებს
პატიმარი ექს-პრემიერი.
Internet.ge