„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის“
სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს, კენეტ ვოლაკს შეხვდა.
„ამ
დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოდის და ჩამოვა ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი. საქართველოს ხელისუფლების ინიციატივაა რაც შეიძლება მეტი სანდო და აღიარებული ორგანიზაციის დამკვირვებელი დაესწროს საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი საერთო ამოცანაა, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და მზად ვართ ინფორმაციის ყოველდღიურ გაცვლით რეჟიმში ვიმუშაოთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
ვფიქრობთ,
რომ არჩევნების დღეც ჩაივლის თავისუფლად და ამაში დიდ როლს დამკვირვებლები ასრულებენ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრას
ამერიკელი
კონგრესმენები
და სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც
დაესწრნენ.
internet.ge