საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება
ყველა ხარვეზს გამოასწორებს, მაგრამ არ დაუშვებენ, რომ ერთი შეცდომის გამო ქვეყანა
უკან, წარსულში დააბრუნონ.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს ოზურგეთში გამართული
აქციის დროს გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, ვერავინ აიძულებს ქვეყანას უკან დაბრუნებას,
რადგან ახლა აღმშენებლობის და წინსვლის პერიოდია.
„დღეს თითქოს ჩვენ არც ვიმჩნევთ, რომ ჩვენი მტერი მთელი ძალით
ემზადება იმისთვის, თუ რა მოხდება თბილისში ზეგ. ნუ აყვებით მას, ვისაც თქვენი
დაშინება სურს, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ არ გვეშინია ზეწოლის, ფულის,
ტანკების, რადგან დავიცავთ მშვიდობას და ყველაზე სამაგალითო არჩევნებს
ჩავატარებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, დღეს რამდენიმე ადგილას
წარმოუდგენელი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა მათ მხარდასაჭერად, რაც ნიშნავს, რომ
ხალხს ესმის მდგომარეობა და ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ.
internet.ge