„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ხვალ, ჟურნალისტთა დასახმარებლად
სასტუმრო
"ქორთიარდ
მარიოტში"
"მედია
რუმს"
გახსნის.
მმართველი პარტიის ცნობით, "მედია რუმში" ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები
მუშაობას 09.00-დან
20.00 საათამდე
შეძლებენ.
ამასთან, პარტიის სახელით მიმდინარე საკითხებზე განცხადებები გაკეთება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან
არჩევნებში.
ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია,
რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რისთვისაც აუცილებელია ჟურნალისტებს ჰქონდეთ არჩევნების სრულყოფილი გაშუქების შესაძლებლობა. არჩევნების დღეს, 20:00 საათის შემდეგ, ჩვენი პარტიის აქტივობების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ",
-
აცხადებენ პარტიაში.
Internet.ge