სხვადასხვა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეები ქართულ საარჩევნო სისტემას უმაღლეს შეფასებას აძლევენ
საქართველოს ცენტრალური კომიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი
საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსული 15 ქვეყნის ცესკოს
თავმჯდომარეებს შეხვდა.
საუბრის თემა არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებისთვის გატარებული
ღონისძიებები იყო.
ცესკოს თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს ის ახალი ტექნოლოგიები
გააცნო, რომლებიც არჩევნებში იქნება გამოყენებული.
ერთ საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, უცხოელი სტუმრების მიერ
არჩევნების სამზადისი დადებითად შეფასდა.
როგორც მოლდოვის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იური ჩოპანმა
აღნიშნა, ტექნიკური სამუშაოები უმაღლეს დონეზეა შესრულებული.
„ჩვენ ძირითადად გვაინტერესებდა ტექნიკური მახასიათებლები. საარჩენო
სისტემა უმაღლეს დონეზეა გამართული“,- აღნიშნა ჩოპანმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია
არჩევნების წინა დღეს 3
719 საარჩევნო უბანზე ყველა დეტალს სათითაოდ ამოწმებს.
Internet.ge