„ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიის
ჩატარებას გეგმავს.
როგორც დღეს
გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, საარჩვენო
უბნებთან მოხალისეები და კოორდინატორები იდგებიან, რომლებიც კარდაკარის პრინციპით
წინასწარ იდენტიფიცირებულ მხარდამჭერებს აღრიცხავენ.
„ბოლო
დღეებში განსაკუთრებით იმატა „ქართული ოცნების“ მხრიდან, პოლიტიკურ ნიადაგზე თავდასხმებმა,
ძალადობის ფაქტებმა „ნაციონალურო მოძრაობის“ მომხრეების თუ, სხვა ადამიანების
წინააღმდეგ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი კამპანიის ფარგლებში
დაგეგმილი ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი და ამისათვის მთელი რიგი
წესები შევიმუშავეთ“,- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
Internet.ge