საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის
კანცელარიაში აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის
წარმომადგენლებს უმასპინძლა.
დელეგაცია, რომელსაც კენეტ ვოლაკი ხელმძღვანელობს საქართველოს
ტერიტორიაზე ხვალ გასამართი არჩევნებით დაინტერესდა.
პრემიერმა და უცხოელმა დამკვირვებლებმა თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები
განიხილეს.
internet.ge