საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელმა ხვალ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
განცხადება გაავრცელა.
ეკა ზღულაძის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდესარჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მშვიდ, ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.
„ხვალ, ძალიან
მნიშვნელოვანი
დღეა საქართველოსთვის,
მოქალაქეები
მისცემენ ხმას მათთვის სასურველ კანდიდატებს, პარტიას, საქართველოს პარლამენტს.
მოვუწოდებ
პარტიულ აქტივისტებს, პატივი სცენ თითოეული მოქალაქის უფლებას გააკეთოს ასეთი არჩევანი და პატივი სცენ ამ არჩევანს, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან.
ხვალინდელი
დღე უნდა იყოს დემოკრატიის, თავისუფლების და ურთიერთპატივისცემის
ზეიმის დღე.
პოლიციას
აქვს ინსტრუქცია იმოქმედოს ფრთხილად, თავშეკავებით, თუმცა თუ რაიმე ინციდენტი ან მოვლენა, საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უფლებას - მისცენ ხმა, პოლიცია სრულ მზადყოფნაშია დააწყნაროს სიტუაცია, მიიღოს ზომები და დაიცვას არჩევანის გაკეთების თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება
დარწმუნებული
ვარ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და წყნარი. ესე იგი - ასეც იქნება“,- აღნიშნა ზღულაძემ.
Internet.ge