GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ხვალ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება
20:10 30.09.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მცხეთიდან მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ხვალ სიმართლის დრო დგება, როცა ქართველი ერი გადაწყვეტს საქართველოს ბედს.

“ხვალ გადაწყდება ჩევნ ვინარჩუნებთ თუ არა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და წირავდნენ თავს. დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრებთან და საზღვრებს შიგნით, ძალის უპრეცენდენტო მობილიზება ხდება, არჩევნების ჩაშლის მავანთა გეგმები ვერ შეუშლის ხელს დემოკრატიის დიდ გამარჯვებას. ჩვენი ქვეყნის ბედი ხვალ წყდება. ხვალ ეპოქალური საკითხი წყდება: როგორი ქვეყანა გვინდა გვქონდეს. ხვალ ჩევნს მტერს აქვს ბოლო შანსი მოგვაბრუნის დამოუკიდებლობის გზიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი თავისუფლების მოყვარული ერი გადადგამს საბოლოო და გადამწყვეტ ნაბიჯს, დამპყრობლის მარწუხებისგან გათავისუფლებისკენ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანა აღარასდროს უნდა დაბრუნდეს უკან, ხვალინდელი არჩევანი კი, არის გადაწყვეტილება ქვეყნის თავისუფლებასა და უუფლებობას შორის.

“განვლილმა საარჩევნო კამპანიამ ძალიან დაძაბა საზოგადოება, ამიტომ გთხოვთ არჩევანი გააკეთოთ არა ემოციით, არამედ გონებით. გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრეთ იმაზე, თუ სად იყო ჩვენი ქვეყანა 9 წლის წინ და სად ვართ დღეს. ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ნუ დარჩებით სახლში. პირველი ოქტომბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ქართველმა ხალხმა დაამტკიცა თავისი სიბრძნე და სამშობლოს უპირობი ერთგულება. დარწმუნებული ვარ, ხვალ საღამოს ყველანი ამაყები ვიქნებით”,- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

internet.ge 


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
ბაღათურია შაშკინს კრიტიკის გამო საყვედურობს3
აბრამოვიჩი დი მატეოს ფინალში გასვლისთვის 750 000-ს გადაუხდის4
მარტვილში ნიღბიანებმა ერთი და მოკლეს მეორე აწამეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X