GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცისკარიშვილი: კრემლს ეშინია რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში არსებული პროგრესი არ ნახონ
16:42 13.04.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით,   რუსეთი ცდილობს - ერთის მხრივ, საქართველო საფრთხის შემცველ ქვეყნად წარმოაჩინოს და მეორეს მხრივ, თავიანთი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას როგორმე შეუშალოს ხელი.

როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს ცისკარიშვილმა განუცხადა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, სრული ეკონომიკური და სამხედრო მშვიდობა აქვს გამოცხადებული, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი ისევ ოკუპანტობას აგრძელებს და ქართულ პროდუქციასა და ექსპორტს შეზღუდვებს უწესებს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ჭაობშია, კრემლს ეშინია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში მიმდინარე ცვლილებები და პროგრესი არ ნახონ.

„ჩვენი კეთილგანწყობის საპასუხოდ, რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ? - ამბობენ, რომ თითქოს, საქართველოში სტუმრობა საფრთხის მატარებელია. არადა, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია. რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. დღესდღეისობით, საქართველოში, ათასეულობით რუსეთის მოქალაქე შემოდის, რომლებიც საქართველოს საავიაციო საზღვარსა და ლარსის საგუშგოს კვეთენ, მაგრამ არცერთ მათგანს პრობლემა არ შექმნია“, - აცხადებს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ, გუშინ, საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამომგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია, რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. 

internet.ge
 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს1
გურჯაანში სოკოთი მოწამლული მამაკაცი გარდაიცვალა2
სოზარ სუბარი: მამუკა ნიკოლაიშვილს ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს3
ივანიშვილის ბიზნესცენტრში "ქართული ოცნების" ლიდერები იკრიბებიან4
კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის დამყარების ფაქტზე საუბრობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X