GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იგორ გიორგაძე საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებას პროგნოზირებს
16:22 01.10.2012
დღის სიახლეები

ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძე საქართველოში მიმდინარე სააპარლამენტო არჩევნებს რუსეთიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი თავის პოზიციებს ასე იოლად არ დასთმობს და ამომრჩეველთა ნებას არ დაემორჩილება. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „ოდნაკოს“ განუცხადა, რომელმაც გიორგაძეს საქართველოში მიმდინარე არჩევნების კომენტირება სთხოვა.

გიორგაძის თქმით, ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს არცერთი არჩეული ხელისუფლება არ ჰყოლია. ყველაფერს, რაც გამსახურდიას შემდეგ მოხდა, მან სახელმწიფო გადატრიალებების სერია უწოდა.

„1992 წლის გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ამჟამინდელი - ბუშის „დემოკრატიის შუქურა“, რომელმაც 2003 წელს მიიტაცა ხელისუფლება“ - განაცხადა მან.

გიორგაძის აზრით, თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერევიან „ამჟამინდელი რეჟიმის კურატორები“, რომლებიც მისი თქმით, ჯერ არ ჩანს, რომ ერეოდნენ, მაშინ, არჩევნების ოპტიმისტურ შედეგებზე საუბარი არ შეიძლება.

თავად გიორგაძის პროგნოზი კი ასეთია: 87% ოპოზიციას, 13% ხელისუფლებას.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, რომელმაც „საქართველოს უახლეს ისტორიაში ზეწოლის სასტიკი მანქანა შექმნა“, არ დაემორჩილება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას და „არავითარ შემთხვევაში არ დასთმობს პოზიციებს“.

აქედან გამომდინარე, გიორგაძე ასკვნის, რომ მსოფლიო შეიძლება გახდეს სერიოზული წინააღმდეგობის მოწმე, რომელიც „გაბანკროტებულ ცინიკოს ხელისუფლებასა და მის მოძულე, ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას შორის წარიმართება“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი1
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში პატიმრების მშობლები დილიდან იკრიბებიან2
ექსპერტები ამტკიცებენ რომ ადამიანებს მუტაცია ემუქრებათ3
პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირის ერთ-ერთი ავტორი დავით აკობია თავისუფალია4
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X