საქართველოს
პრეზიდენტი
მიხეილ
სააკაშვილი დილიდან
საქართველოს
სხვადასხვა
რეგიონის ქალაქებს სტუმრობს.
ქვეყნის პირველი პირი დღეს ფოთს, ბათუმსა და ხელვაჩაურს ეწვია.
პრეზიდენტი ფოთში იმ ახალგაზრდებს გაესაუბრა, რომლებმაც არჩევნებში
წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა.
„ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები მოდიხართ არჩევნებზე ამას ძალიან
დიდი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხდადა მიხეილ სააკაშვილმა.
ფოთის შემდეგ პრეზიდენტი ბათუმს ეწვია და ადგილობრივებს შეხვდა.
„მინდოდა ბათუმელებისთვისაც მეთქვა რომ ახლა სახლში დარჩენის დრო არ
არის. ეს ქალაქი დანარჩენი საქართველოს გვირგვინია და ამ ქალაქში თუ არ იქნა
აქტიურობა, მეტი სად უნდა იყოს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ
დღეს საქართველოს მომავალი წყდება.
პრეზიდენტი ხელვაჩაურშიც ჩავიდა და ადგილობრივებთან ერთად არჩევნების
მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ქვეყნის პირველმა პირმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს
მასშტაბით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
internet.ge