"ეგზიტპოლების შედეგებით ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და გილოცავთ
გამარჯვებას",- აღნიშნული
განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველადი
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
ივანიშვილმა, კოალიციის
მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან მიმართა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ
ადამიანს, რომელმაც მოახერხა ერთად დამდგარიყო სამშობლოს, მომავლისა და ქვეყნის განვითარებისთვის",- განაცხადა
ივანიშვილმა.
internet.ge