მაჟორიტარულ
არჩევნებში
დამარცხებულმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გამარჯვებულ სოსო ჯაჭვლიანს
გამარჯვება მიულოცა.
ხაჩირაშვილმა დამარცხება გლდანის
მაჟორიტარულ ოლქში აღიარა.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებულმა
კანდიდატმა სოსო ჯაჭვლიანმა კი კონკურენტის ამ ნაბიჯს „კაცური ნაბიჯი“ უწოდა.
მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა - გიორგი
კარბელაშვილმა და არჩილ
გეგენავამ, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება ასევე
პირადად მიულოცა ზაზა პაპუაშვილს.
Internet.ge