დათვლილი უბნების შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო
არჩევნებში 51,62 %-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“
ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი
ხალხს“, რომელსაც ამომრჩეველთა 43,85 %-მა დაუჭირა მხარი.
დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია: „გიორგი
თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 %, „ახალი მემარჯვენეები“ – 0,45
%, „სახალხო მოძრაობა“ – 0,02 %, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული
პარტია“ – 1,05 %, ჯონდი ბაღათურია „ქართული დასი“ – 0,12 %.
ცესკოს მონაცემებით, დათვლილია 198 უბნის შედეგები, რაც ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობის 5,26 პროცენტია.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, ამ
დროისთვის მცირე უბნებია დათვლილი.
Internet.ge