დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოზურგეთში რეაბილიტირებული კოლეჯი - “ჰორიზონტი“
დაათვალიერა.
როგორც პრეზიდენტმა კოლეჯში ყოფნისას
განაცხადა, საქართველოში ყველა სფეროში იმაზე მეტი კვალიფიკაციის ადამიანი
იქნება, ვიდრე ეს მეზობელ ქვეყნებშია.
ქვეყნის პირველი პირი ოზურგეთის
ახლად გახნილ საავადმყოფოსაც ეწვია და ახალშობილები მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სახლთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა, მათ სიტყვით მიმართა და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებაც გურიის მასშტაბით იგეგმება. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება დასაქმების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ოზურგეთის განახლებული პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.
პრეზიდენტი
ასევე, ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის,
ალექსანდრე ტუღუშის მშობლებსაც შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა.
internet.ge