ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა
11:52 02.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა დღეს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ დასრულდა არჩევნები, მაგრამ ერთი ნათელია, რომ ეს დღე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა სპიკერმა.
მან აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა დაფიქსირდა. ნულანდის შეფასებით, წლევანდელ არჩევნებს საქართველოში დიდი რაოდენობით სანდო საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ, მათ შორის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ეროვნულ რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), რომელთა ანგარიშებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი თვალს მიადევნებს.
ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავაც მხარს უჭერს გამჭვირვალე, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს საქართველოში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|