ივანიშვილმა აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო
ბიძინა
ივანიშვილმა
დღეს ბიზნესცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო.
კოალიციის პრესსამდივნოს ინფორმაციით, სტუმრებმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.
„ჩვენ
აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის „ქართული ოცნების’ წარმატება მიგველოცა, “ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.
სენატორმა
ჯეიმს რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა - საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
Internet.ge