საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ის
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ულოცავს, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ
დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამასთან, ნორლანდი არჩევნებში
გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილსაც ულოცავს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკას სჯერა, რომ ქართველმა
ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა და დემოკარტიის გზაზე წინ ნაბიჯი გადადგა, "რაც ქართველი
ხალხის გამარჯვებაა". მისი შეფასებით, ამერიკა ახალ მთავარობასთან და ახალ
პარლამენტთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ნორლანდის თქმით, ქვეყანას
ახალი კონფიგურაციის შედეგად ახალი მთავრობა ეყოლება.
„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვულოცავ, რომ მისი ხელმძღვანელობით
საქართველომ დემოკრატიის გზაზე წინ ნაბიჯი გადადა. ასევე ვულოცავ გამარჯვებას
ბიძინა ივანიშვილის. მათ თანამშრომლობას მხარს ვუჭერთ, რომ ქართველი ხალხისთვის მომავალი ერთად შექმნან,“-განაცხადა
რიჩარდ ნორლანდმა.
internet.ge